პირველად მოხდა საჯარო ფორმალური ხელისუფლების და არაფორმალური ხელისუფლების დაპირისპირება

თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, შესახებ საუბრობს.

გოგუაძე ამბობს, რომ ფარცხალაძის არაფორმალური გავლენები მათთვის ცნობილი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო ცნობილი.

„მთავარი ის არის, რომ ჩვენ მივიღეთ და ერთი წლის წინაც მე ვამბობდი, რომ არაფორმალურ მმართველობას ახასიათებს არაფორმალური ვერტიკალის შექმნა, რითაც იგი მართავს საერთოდ მისთვის საჭირო სტრუქტურებს,“ – განაცხადა გოგუაძემ.

ნინო გოუგაძე ოთარ ფარცხალაძის გავლენებზე საუბრობს,

„ფარცხალაძემ ეს გავლენები მოიპოვა სწორედ იმით, რომ მას დაევალა არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური ვერტიკალში ერთ-ერთი მთავარ ფუნქცია, რომლის მიხედვითაც ხორციელდება არაფორმალური მმართველობა,“ – ამბობს გოგუაძე.

ნინო გოგუაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ფორმალური და არაფორმალური ხელისუფლების დაპირისპირება მოხდა.

„პირველად მოხდა საჯარო ფორმალური ხელისუფლების და არაფორმალური ხელისუფლების დაპირისპირება. ფორმალური ინსტიტუტის უფროს, გენერალური აუდიტორის და არ არაფორმალური გავლენების პირის დაპირისპირება,” – განაცხადა გოგუაძემ.

გოგუაძის თქმით, „პირველივე წუთიდან საზოგადების დიდ ნაწილს გაუჩნდა მოლოდინი, რომ სამართალწარმოება კანონის აღსრულების, ობიექტური გამოძიების მიმართულებით კი არ წავა, არამედ წავა პოლიტიკური შეკვეთის შესრულების მიმართულებით და სწორედ ამიტომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოითხოვა საგამოძიებო კომისია“.

https://youtu.be/ta12Bf74F_0

banner
წინა სტატიაში(video) თამარ კორძაია: ჩვენ უკვე აღარ ვიცით, რომელია არაფორმალური თუ ფორმალური შემსრულებელი
შემდეგი სტატიაუკრაინელ დეპუტატს, რუსეთის სასარგებლო ინიციატივების გამო მოქალაქეობა და მანდატი ჩამოართვეს