პირველად 5 წლის მანძილზე პუტინმა Forbes-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაკარგა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველად ხუთი წლის მანძილზე Forbes-ის რეიტინგში, რომელიც ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას ადგენს, პირველი ადგილი დაკარგა, მის ადგილზეა ჩინეთის მთავრობის წარმომადგენელი ცი ცზინპინი. მას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამი მოსდევს, მესამე ადგილზე კი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ამაზონის შეფი ჯეფ ბეზოსია.

როგორც რეიტინგის შემდგენლები წერენ. პუტინის უზარმაზარი მსოფლიო გავლენა იმით აიხსნება, რომ ევროპა რუსულ ნავთობსა და გაზზეა დამოკიდებული, რადგანაც რუსული “გაზპრომი” ევროკავშირის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.
რაც შეეხება ჩინეთის ლიდერს, მისი რეიტინგი მსოფლიოში ჩინეთის ყველაზე მზარდმა ბაზარმა გამოიწვია, ასევე, ჩინეთის პარლამენტის მარტის დადგენილებამ, რომელიც სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის უფლებამოსილების გაგრძელებას ეხებოდა.

სულ სიაში 75 ადამიანია, მათგან – 17 პირველად. ახალბედებს შორის არიან საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ იბნ სალმან ალ-საუდი, რომელიც მერვე ადგილზეა, ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მე-12 ადგილით და ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან კლოდ იუნკერი 33-ე პოზიციით – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიშოთა შალელაშვილი: ვალდებულნი ვართ აქტიურად ჩავერთოთ მომაკვდინებელი სენის წინააღმდეგ ბრძოლაში
შემდეგი სტატია“ევროვიზია 2018”-ის პირველი ნახევარფინალის ფავორიტები