პირველ კლინიკურ საავადმყოფოში წვიმამ ჭერი ჩაანგრია და პაციენტთა ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში (ე.წ. არამიანცი) წვიმის შედეგად მიმღები განყოფილება დაიტბორა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“ფეისბუქზე” ქვეყნდება ფოტოც, საიდანაც ირკვევა, რომ მიმღების დატბორვის გარდა, კლინიკის პირველ სართულზე ჭერიც ჩამოინგრა, რის შემდეგაც ამ სართულზე მყოფი პაციენტების ევაკუაცია გამოცხადდა.
ის, რომ კლინიკაში პირველი სართულიდან პაციენტები გაიყვანეს, “ოლმედიას” კლინიკაში დაუდასტურეს, თუმცა, დაამატეს, რომ უკვე შეფერხება აღმოფხვრილია და კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

banner
წინა სტატიაშიდღეს მეორედ ვიდექი წვიმაში მიტინგზე 2003 წლის შემდეგ
შემდეგი სტატიაძმები ყარამანაშვილები: ნიკა გვარამიას ხვალვე შეუძლია განაახლოს მოვალეობის შესრულება