„პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისია შესაძლოა, პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყოს“

მოსამართლეები არნახული ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა უნდა გაუძლონ, რადგან დღეები და თვეებია დარჩენილი

ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებით, თუ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისია კანონით იხლმძღვანელებს, ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს 21 ნოემბრიდან კომისიის მიერ მისი გათავისუფლების საკითხის განხილვა ეხება. მისივე შეფასებით, თუ კანონის მიხედვით იხელმძღვანელებს კომისია, მერაბიშვილი უნდა გათავისუფლდეს.

“ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი არ გათავისუფლდება, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, კომისია იყოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ. წესით, არ უნდა იცოდნენ პარლამენტარებმა და იუსტიციის მინისტრმა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დამოუკიდებელი კომისია. ვინაიდან მტკიცებით ფორმაში აცხადებენ, რომ არ გათავისუფლდება, ესეიგი პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ არის და ასეთი გავლენის ქვეშ მყოფი კომისია კანონის საფუძველზე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას”, – აცხადებს ოთო კახიძე.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში მოქმედებს შთანთქმის პრინციპი და მერაბიშვილის საკითხზე ვალერი გელაშვილის საქმეზე გამოტანილმა დიდმა სასჯელმა, შთანთქა სხვა სასჯელები.

მერაბიშვილის პატიმრობიდან ოთხი წელი და ექვსი თვე უკვე გავიდა და კახიძის განცხადებით, კომისია ვალდებულია მერაბიშვილის საკითხი განიხილოს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საკონსულო კალიფორნიაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ბრიფინგს გამართავს