პირი რომელიც რუსთავში, საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს გენერალი სოსო ქუთათელაძეა

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი, რომელიც რუსთავში, საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო (სამსონ) ქუთათელაძეა.

სოსო ქუთათელაძე 1964 წელს დაიბადა. 1991 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2001 წლამდე მსახურობდა საჩხერის ბატალიონში; 2001 წლიდან – ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში; 2004-2006 – წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი.
2008 წლიდან იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
გენერალი სოსო ქუთათელაძე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ასევე სამშვიდობო ოპერაციებში ერაყში.
იყო ბრიგადის გენერალი, მინიჭებული ჰქონდა აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორის საპატიო წოდება, ასევე საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება.
გენერალი ქუთათელაძე დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.

banner
წინა სტატიაში“არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი ყოფილიყო მათ შორის სააკაშვილის ექსტრადირების თემაზეც,” – უკრაინის პირველი გენერალური პროკურორი
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: უდანაშაულო ირაკლი ჩხვირკიამ რა დააშავა “გულკეთილებო” – ჯანმრთელი როა?!!!!