“პირდაპირ ეთერში რომ არ ვიყო, ვიტყოდი ვის აქვს გაყინული” – ზურაბ ტყემალაძე

შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს და ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს პარლამენტში აფასებენ. პუტინის მოკავშირე და ქვეყნის არაფორმალური მმართველი – ასეთი შეფასებები გაკეთდა შეერთებული შტატების კონგრესში ბიძინა ივანიშვილის მისამართით.

კონგრესმენმა სტივ რასელმა საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა.

უმრავლესობაში ამ განცხადებას რიგითი კონგრესმენის განცხადებად მოიაზრებენ და მიაჩნიათ, რომ მის სიტყვებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

“პირდაპირ ეთერში რომ არ ვიყო, ვიტყოდი ვის აქვს გაყინული და რა გაყინულ ჭკუაზეა საუბარი. ამერიკაში ძალიან ბევრი კონგრესმენია. ძალიან ბევრ ქვეყანაში არიან დეპუტატები, ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი კანონია და ამ კანონს უნდა დავემორჩილოთ ყველა,” – განცხადა ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველების მდივანმა, ზურაბ ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს ტყუილს” – ჯაბა სამუშია
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილმა, როგორც იარაღით უკანონო მოვაჭრემ, კანონი დაარღვია,”- კონგრესმენი სტივ რასელი