პირადი ცხოვრების საქმეზე სამ ბრალდებულთან სავარაუდოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება

პროკურორის განცხადებით, პირადი ცხოვრების საქმეზე 3 ბრალდებულთან სავარაუდოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. როგორც ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, საპროცესოს გაფორმება და 3 ბრალდებულის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა სავარაუდოდ შემდეგ სხდომაზე მოხდება.

კოტრიკაძის განმარტებით, საპროცესო გაუფორმდებათ ინგა ჩატოიანს, ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს და გელა ღურწკაიას. ისინი დანაშაულს აღიარებენ.

დღეს მხარეებმა პროცესზე შესავალი სიტყვები წარადგინეს. სხდომა პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის არგუმენტით მედიისათვის დახურული იყო.

საპროცესო მიუღებელია ამავე საქმეზე ბრალდებული ორი პირისათვის. ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე ბრალს არ აღიარებენ.

მათი ადვოკატების განცხადებით, საქმეში ბრალდებულების წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არის და ბრალდება საპროცესოთი ცდილობს განსასჯელებისათვის გამამტყუნებელი განაჩენის მიღწევას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: არც ერთი უსამართლოდ დასჯილი ადამიანის შვილის ცრემლად არ ღირს მთელი საქართველო
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: პროკურატურა პაპუაშვილს ელოდება, იმისათვის, რომ გამოძიება დაიწყოს