პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერების გადაცემა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ხდებოდა – მთავარი პროკურატურა

ოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტების საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა

პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით 5 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის დევნა.

ამის შესახებ განცხადება საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მთავარი პროკურატურის სპიკერმა, კოკა ფრუიძემ, გააკეთა.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩანაწერების გადაცემა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ხდებოდა.

მისი თქმით, პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა. თუმცა, ამ ეტაპზე ყველა მათგანის დაკავება არ მომხდარა.

საუბარია ქრონიკა პლუსის რედაქტორისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ვიდეოჩანაწერების გადაცემის მცდელობაზე.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია გელა ღურწკაიას, ნიკოლოზ ხაჭაპურიძის, ინგა ჩატოიანის, ირაკლი ფხალაძის მიმართ “სისხლის სამართლის კოდექსის” 157-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით.

2016 წლის 14 მარტს ბრალდებულად დაკავებულ იქნა ზურაბ ჯამალაშვილი, დანაშაულისათვის გათვალისწინებული “სისხლის სამართლის კოდექსის” 157-ე მუხლის I ნაწილით.

banner
წინა სტატიაშიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები თსუ-ს სტუდენტების აქციას შეუერთდნენ
შემდეგი სტატიავერ ივარგებს მინისტრი? თვითონ იქნება დიდი ოდეერი – დავით ბერძენიშვილი