პირადად ჩემსა და “ჯემ ფესტის” ორგანიზატორი კომპანიის მიმართ საგამოძიებო სამსახურს არავითარი პრეტენზია არ აქვს

ძალიან ბევრისთვის გაუგებარია, ერთთვიანი ფესტივალი რა ხილი იყო,- ეს განცხდება საგამოძიებო სამსახურიდან შესვენებაზე გამოსულმა “ჯემ ფესტის” დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ გააკეთა.

სიგუას განმარტებით, საგამოძიებო სამსახურს ” ჯემ ფესტის” ორგანიზატორებისა და პირადად მის მიმართ პრეტენზიები არ აქვს.

“ჩემი დაკითხვა 4 საათი მიმდინარეობდა. პირადად ჩემსა და “ჯემ ფესტის” ორგანიზატორი კომპანიის მიმართ საგამოძიებო სამსახურს არავითარი პრეტენზია არ აქვს. რაც შეეხება ქონების დაზიანებას, საქმე ფაქტზეა აღძრული და არა იმაზე, რომ ჩვენ ვინმე რამეში გვადანაშაულებდეს. ჯერ ყველა კითხვას გავეცი პასუხი, რომელიც გამოძიებას ჰქონდა. კითხვები ყველაფერზე ჰქონდათ, რაც ფინანსებს ეხება, მათ შორის იმაზეც,დაიხარჯა თუ არა სახელმწიფო სახსრები. სახელმწიფოსგან თანხები არასდროს არ მიგვიღია. მე მოწმის სტატუსით ვიკითხები. ჩვენი გამოკითხვა არ დასრულებულა. ერთ საათში ისევ მოვბრუნდები და კითხვებზე პასუხის გაცემას გავაგრძელებ. აშკარად გამოიკვეთა, რომ ძალიან ბევრისთვის გაუგებარია, ერთთვიანი ფესტივლი რა ხილი იყო”,-აღნიშნა სიგუამ.

ელექტრონული მუსიკის Gem Fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.

ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: “როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ისე ეს პროცესი მთავრდება გაძვირებით”
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: მე ვფიქრობ, ჩვენს შორის შედგება თანხმობა უმთავრესზე