პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ არ უნდა გადასცეს უკრაინამ არცერთ შემთხვევაში – ლევან ბოძაშვილი გიორგი ცერცვაძის საქმეზე

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ლევან ბოძაშვილი, აცხადებს, რომ უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედროს პროცესს აქტიურად აკვირდებიან.

„ვაკვირდებით იმას, თუ როგორ და რა ინტენსივობით საქართველოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ და ახდენენ ოპერირებას ამ თვალსაზრისით, მათ შორის, როგორც იუსტიციის ორგანოები, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამ პროცესის განხორციელების პირობებში გამოვთქვამთ იმედს, რომ ყველაფერი განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და მათ შორის ადამიანის უფლებები და ამ კონკრეტული პირისაც იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად,“ – აცხადებს ლევან ბოძაშვილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ ქართველი სამხედრო არ უნდა გადასცეს რუსეთს.

„პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ არ უნდა გადასცეს უკრაინამ არცერთ შემთხვევაში და დაველოდოთ 26 იანვარს, როდესაც არის ჩანიშნული სასამართლო სხდომა,“ – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(FOTO) გია ცერცვაძის წერილი ციხიდან- ,,იმედია, უკრაინა არ გადასცემს ჩემ თავს ჩვენს საერთო მტერს”
შემდეგი სტატიამთავრობა ვერ ჩაერევა სასამართლოს მიერ პასუხისგებაში მიცემული პირების სასჯელისაგან გათავისუფლების პროცესში – მთავრობა ეპპ-ის პრეზიდენტს პასუხობს