ფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა დაგეგმილი არ იყო

პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ იყო, თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც, ალბათ, სასწრაფოდ მოთათბირება გახდა საჭირო, – ამის შესახებ პრეზიდნეტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომელიც „ქორთიარდ მარიოტში“ გიორგი მარგველაშვილის, გიორგი კვირიკაშვილისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრის საკითხს გამოეხმაურა.

„შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია არ მაქვს, ვინაიდან ჯერ პრეზიდენტთან საუბარი არ მქონია. ეს შეხვედრა ახლა დამთავრდა. რადაგან ერთ სივრცეში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩემი აზრით, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც შესაძლოა საჭირო გახდა სასწრაფო მოთათბირება. ეს არ იყო წინასწარ განზრახული შეხვედრა, რომელიმე ერთ საკითხზე მიძღვნილი“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

კითხვაზე, ხომ არ ეხებოდა შეხვედრა არჩევნებს, ან „რესპუბლიკურ პარტიას“, ფიქრია ჩიხრაძემ უპასუხა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ საკითხი პრეზიდენტის განსახილველი არ არის.

„არის მთელი რიგი საკითხები. მათ შორის ვარშავის სამიტი და უშიშროების საბჭოს მოწვევის თემა, რომელზეც შესაძლოა ისაუბრეს“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ღია წერილით „ქართული ოცნების“ მმართველობის ოთხ წელს შეაფასებს
შემდეგი სტატიაპასუხი კორცხელის ამბავზე კანონის გამკაცრება არ არის – მიხეილ მაჭავარიანი