ფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტის ამ სასახლეში ყოფნა სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია

პრეზიდენტთან შეხვედრები და კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება

პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ყოფნა სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მე ვფიქრობ, აქ ყველაფერი ნათელია სამართლებრივი თვალსაზრისით. პრეზიდენტი არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ ის იყოს სამართლებრივი სივრციდან გასული და მე მგონი, ეჭვიც არავის გეპარებათ იმაში, რომ პრეზიდენტის ამ სასახლეში ყოფნა სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია”, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის უარს ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით “ცინიზმის ძალიან მაღალ დონედ” აფასებს. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, იმის მიუხედავად მას ეს სურს თუ არ სურს”.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ ძალასთან მიდის, თუ კი ამის საჭიროებას ხედავს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: საარჩევნო წელიწადმა ხაზი უნდა გაუსვას საქართველოში დემოკრატიის განვითარების შემდგომ ნაბიჯებს