ფიქრია ჩიხრაძე დავით უსუფაშვილისაგან საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მოწინააღმდეგე ადამიანების დასახელას სთხოვს

გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ „ქრონიკის“ ეთერში პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტზე განხორციელებულ ხელმოწერასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. ჩიხრაძის თქმით პრეზიდენტს არ ქონდა საფუძველი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელი შეეშალა. თუმცა პრეზიდენტის მრჩეველმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტიც და პოლიტიკური ძალების დიდი უმრავლესობა შეთანხმებულია იმ საკითხზე, რომ საარჩევნო კოდექსს სისტემური ცვლილება სჭირდება
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად სავალდებულო იყო პარლამენტისთვის და პრეზიდენტსაც არ ქონდა პოლიტიკური საფუძველი რომ ხელმოწერაზე უარი ეთქვა. საარჩევნო კოდექსი რომ შესაცვლელია, ამაზე საპარლამენტო, არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ფართო კონსესუსი არსებობს. ყველა თანხმდება რომ სისტემური რეფორმა აუცილებელია. ყველა პირობის და მოცემულობის გათვალისწინებით ნათელია, რომ არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უძლებს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე დგას.“- განაცხადა ჩიხრაძემ

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით პრეზიდენტს აქვს კითხვა, რატომ უნდა დავუკარგოთ ქვეყანას დემოკრატიის განვითარების 4 წელი და რატომ უნდა შეიცვალოს 2020 წელს და არა 2016 წელს.

„მე მომისმენია პარლამენტის თავმჯდომარისგან პასუხი, რომ ის მხარს უჭერს სიტემის ცვლილებას, მაგრამ იმის გამო რომ პარლამენტში არიან ადამიანები, რომელიც ამ ცვლილებას ეწინააღმდეგებიან, ცვლილების განხორციელება 2016 წლისთვის ვერ ხერხდება.“- აცხადებს ფიქრია ჩიხლაძე და დავით უსუფაშვილისგან ამ ადამიანების დასახელებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით თურქეთში დაკავებული ბიზნესმენები ქართველები არ არიან
შემდეგი სტატიაგია ჟორჟოლიანი: საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არა ტექნიკური, არამედ ფუნდამენტური ცვლილებაა