ფიქრია ჩიხრაძე: ჩვენ მივიღეთ კოლექტიური მურუსიძე

„ჩვენ მივიღეთ კოლექტიური მურუსიძე,“ – ასე უპასუხა პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ მოსამართლეების მხრიდან წამოსულ კრიტიკას. ის ამ განცხადებებს „ანეგდოტურს“ უწოდებს.

ეს შეფასებები ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა და თქვა, რომ პრეზიდენტი საკუთარ უფლებამოსილებას ასრულებს და მწვავედ რეაგირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

„დრამატული და ტრაგიკული მოვლენების მომსწრენი გავხდით. პრეზიდენტის მისამართით რაც ითქმის ამ დღეებში, ანეგდოტების სერიიდან არის. მე ვფიქრობ, საქმე ბევრად უფრო გლობალურ პრობლემასთან გვაქვს. ეს არ ეხება კონკრეტულ მოსამართლეებს, არ ეხება მთლიანად სასამართლო სისტემას, ეს ეხება საქართველოს მომავალს, მის ფუნდამენტს მის ევროპულ პერსპექტივას,“ – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშივაღიარებ, რომ პრობლემები გვაქვს – ნინო გვენეტაძე
შემდეგი სტატიაკახეთში 14 წლის გოგონა დაჭრეს