ფიფამ ორგანიზაციაში რეფორმების ჩატარებას კენჭი უყარა

აშშ-ს მთავრობამ ფიფას ჩინოვნიკების ამერიკაში ექსტრადირება მოითხოვა

ციურიხში ფიფას წევრებმა ხმათა დიდი უმეტესობით ორგანიზაციაში რეფორმების ჩატარებას დაუჭირეს მხარი. 179 წევრმა ცვლილებებს ხმა მისცა, 22 წევრი კი წინააღმდეგ გამოვიდა.
ორგანიზაციის წესებში ცვილილებები გულისხმობს პრეზიდენტის ვადის შემცირებას, შემოსავლების გამჭვირვალობას, ფიფას ახალი საბჭოს არჩევას, ქალების საფეხბურთო თანამდებობებზე მხარდაჭერას, ადამიანის უფლებების და ფუნქციათა გაყოფის დაცვას, რომელიც ორგანიზაციის პოლიტიკას და მართვას უკავშირდება.
დღესვე მოხდება ფიფას ახალი პრეზიდენტის არჩევა, რომელიც ზეპ ბლატელის ადგილს დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია წარმატებით დასრულდა
შემდეგი სტატიაპეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება ზაზა სოფრომაძემ გააკეთა