ფინეთი: პოლიციის ყოფილ უფროსს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ჰელსინკის ანტინარკოტიკული პოლიციის ხელმძღვანელს იარი აარნიოს ნარკოტიკების კონტრაბანდისა და სხვა დანაშაულების გამო 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუჯეს. სასამართლომ მისი ბრალეულობა აღიარა ქვეყანაში 800 კილო ჰაშიშის შემოტანასა და გასაღებაში, რომელიც 2011-2012 წლებში მოხდა. გარდა ამისა, აარნიო 17 სხვა დანაშაულშია ბრალდებული, მათ შორის, მოწმეების დაშინებაში.
აარნიო ანტინარკოტიკულ პლიციაში 30 წელი მუშაობდა.
ფინეთში დანაშაულის დონე, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალია – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშივანო პავლიაშვილი:2016 წელმა დატოვა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა გალის რაიონის მაცხოვრებლებს სტატუსი განუსაზღვრა