ფინანსურმა პოლიციამ მეწარმეების მასობრივი შემოწმება დაიწყო

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 3, 2016 00:16

ფინანსურმა პოლიციამ მეწარმეების მასობრივი შემოწმება დაიწყო

finansuri-policiaფინანსურმა პოლიციამ მეწარმეების მასობრივი შემოწმება დაიწყო

ხელისუფლება არჩევნების წინ ამნისტიას გამოცხადებას გეგმავს?  

ინფორმაცია, რომელიც „თაიმერს“ სანდო წყარომ მოწოდა, რამდენიმე კერძო მეწარმემაც დაგვიდასტურა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მათ, როგორც თვითონ ამბობენ, პრობლემების შექმნა არ უნდათ, ვინაობის საჯარო დასახელებისგან თავი შეიკავეს. მეწარმეებმა ჩვენთან კონფიდენცილაური საუბრის დროს ისიც აღნიშნეს, რომ ჯერ საგანგაშო არაფერია, მაგრამ აქვთ ეჭვი, რომ თუ ასე გაგრძელდა, შესაძელებლია, ბიუჯეტის სასარგებლოდ სერიოზული თანხის გადახდა მოუწიოთ.

საქმე იმშია, რომ რამდენიმე მსხვილი  და საშუალო კომპანიაში, როგორც „თაიმერმა“ სანდო წყარომ აცნობა სხვადასხვა მაკონტროლებელი უწყების წარმომადგენელი შევიდა. ძირათითად, ლაპარაკია ფინანსურ პოლიციაზე. როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, კომპანიებში შესვლა ერთდროულად მოხდა და ეს პროცესი კიდევ რამდნეიმე თვეს გაგრძელდება.

„დიახ, მართალი ხართ – ფნანსური პოლიცია, დახლოებით, 8-9 დღის წინ შემოვიდა ჩვენს კომპანიაში. რომ გითხრათ, რომ რამე არაკანონიერს აკეთებენ, მართალი არ ვიქნები, მაგრამ ფინანსურის წარმომადგენლები ძალიან უმნიშვნელო დეტალებით ინტერესდებიან და ამიტომ, გამიჩნდა ეჭვი, რომ საბოლოო ჯამში,ისეთ დასკვნას დამიწერენ, რომ ბიუჯეტის სასარგებლოდ რამე თახის გადახდას დამაკისრებენ. მიშას დროს ისე ვიყავი შეშინებული, რომ ყველაფერს კანონიერად ვაკეთებ და „შავი ბუღალტერიაც“ უკვე წლებია, აღარ მაქვს, მაგრამ ხომ იცით, კომპანიაა, შეიძლება, ბუღალტერს მოუვიდეს უმნიშვნელო შეცდომა, ან რამე საბუთი, მაგალითად, ჩეკი დაიკარგოს და ამის გამო პრობლემები შემექმნას, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ახლა „ნაციონალები“ დრო აღარ არის და ასეთი უმნიშვნელო დარღვევისთვის ციხეში არ გამიშვებენ, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ბიუჯეტში იმ ფულს შემატანინებენ, რომელიც არ მეკუთვნის,“ – განუცხადა „თაიემრს“ ერთ-ერთმა საშუალო მეწარმემ, რომელმაც ჩვენთან საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კონფიდენციალობის დაცვის გარანტია მივეცით.

კიდევ ერთმა საშუალო ბიზნესმენმა ჩვენთან საუბრის დროს ხაზი იმ გარემოებას გაუსვა, რომ 2012 წლის მერე სახელმწიფო სტრუქტურებისგან ისეტ წნეხი აღარ იგრძნობა, როგორც ადრე იყო, მაგრამ პატარ-პატარა გაუგებრობებს ადგილი მაინც აქვს.

„პირადად მე არა, მაგრამ რამდენიმე ჩემს კოლეგას ასეთი ინციდენტი შეემთხვა: საგამოძიებოდან უწყება მოუვიდა, სადაც დაკითხვაზე იყო დაბარებული. რაღა თქმა უნდა, წავიდა და გაირკვა, რომ ვიღაც უჩიოდა, თითქოს რამდენიმე წლის წინ ამ ვიღაცის წინაშე გაკრვეული ფინანსური ვალდებულება აიღო, მაგრამ არ შეასრულა. ჰოდა, ეს საჩივარი გახდა იმის მიზეზი, რომ მეწარმის შემოწმება დაეწყოთ. ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, იმით დამთავრდა, რომ მიანიშნეს, ხომ იცით, ლარი გაუფასურდა, თან არჩევნებიც მოდის, ბიჯეტს უჭირს და კარგი იქნება, თუ რამე „დანაშაულს“ აღიარებ და სახელმწიფოს სასარგებლოდ ცოტა თანხას გადაიხდიო. ზოგმა ეს მინიშნება, როგორც იტყვიან, ხუთიანზე შეასრულა, ზოგი კი გაჯიუტდა და ვითარებასი გასარკვევად და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად სასამართლოს მიმართ.

ზოგადად, როგორც მე ვაკვირდები, ბიზნესის, მნიშვნელობა არ აქვს, მსხვილ მეწარმეებზეა ლაპარაკი თუ წვრილზე, ზეწოლა და დატერორება სახელმწიფო პოლიტიკა არ არის. ასეთი რაღაცები უფრო ცალკეული ჩინოვნიკების პირადი ინიციატივა მგონია – ალბათ, უნდათ, რომ უფროსებთან ქულები დაიწერონ, აი, რა მაგარი ბიჭები ვართ, რა კარგად ვმუშაობთო“, – ასეთ ვარაუდს გამოთქვამს „თაიმერთან“ საუბრის  დროს საშუალო ბიზნესის ერთ-ერთი წარმატებული წარმოადგენელი.

რაც შეეხება მეწარმეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც „თაიმერმა“ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ ინფორმატორებთან გადაამოწმა, როგორც მათ აღნიშნეს, ფინანსური სამსახურების აქტიურობა, მაქსიმუმ, მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

„როგორც მე გავიგე, არჩევნების წინ, ხელისუფლება ფართომასშტაბიანი ფინანსური ამნისტიის გამოცხადებას აპირებს. ამის შესახებ, როგორც ჩანს, ინფორმაცია მაკონტროლებლებსაც აქვთ და, როგორც იტყვიან, ეშურებინ – ვისაც „დააგოიმებენ“ და რაღაცაზე შარს მოსდებენ, ხომ კარგი – ბიუჯეტში ფულს შეატანინებენ. ვინც კი მაგრად დაუდგება, თავს დაანებებენ. ასეა თუ ისე, ფინანსური ამნისტია რომ იქნება, ამას აღარან მალავენ,“ – აღიშნა „თაიმერთან“ საუბრის დროს სახელმწიფო უწყებაში დასაქმებულმა ერთ-ერთმა ჩვენმა ინფორმატორმა. მან ისიც დასძინა რომ ბიუჯეტში თანხები ძნელად მოიპოვება. პრაკტიკულად არ არის.

„თაიმერი“, რასაკვირველია, არაფერს ამტკიცებს. ჩვენ, უბრალოდ, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გავასაჯაროვეთ. ხელისუფლება ფინანსურ ამნისტიას თუ მართლა მიიღებს, ბუნებრივია, კარგი იქნება და ისიც მისასალმებელია, თუ „ოცნება“ „ნაციონალების“ გზას არ დაადეგბა და არჩევნებს წინ ბიუჯეტის შევსებას მწერამეების ტერორით არ შეეცდება.

www.timer.ge

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 3, 2016 00:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,935
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics