ფილიპინების პრეზიდენტმა ობამას ისევ “ძაღლიშვილი” უწოდა

ფილიპინების სახელმწიფოსთვის “აშშ-სთან გამომშვიდობების” დრო მოვიდა – ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ პეკინში ვიზიტისას განაცხადა და დაამატა, რომ არასდროს წავა ამერიკაში, იმიტომ, რომ იქ მის შეურაცხყოფას დაიწყებენ. ამის შემდეგ დუტერტემ ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას ისევ უწოდა “ძაღლიშვილი”.
აშშ ფილიპინების დიდი ხნის მოკავშირეა. Social Weather Stations-ის მონაცემებით, ამერიკას ფილიპინელების 76% ენდობა მაშინ, როცა მაგალითად, ჩინეთში იგივე მაჩვენებელი 22%-ია – წერს “ბიბისი” .

banner
წინა სტატიაშილევან ვარშალომიძე: მეორე ტური იქნება იმისა, რომ ვაჩვენოთ ხელისუფლებას ვინ ვართ ჩვენ
შემდეგი სტატია(video) ოფიციალურ მოსკოვს თბილისთან ნორმალური ურთიერთობები “მოენატრა”