ფილიპ ბრიდლოვი: ჩვენ ერთად ვიბრძვით მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის

აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა ქართველ ხალხს და ქართველ სამხედროებს სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილისთვის და ღირსეული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გენერალმა ბრიდლოვმა აღნიშნა, რომ საქართველო ღირსეული პარტნიორია.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ქართველ ხალხს, განსაკუთრებით კი მამაც ქართველ სამხედროებს, რომლებიც თავგანწირვით ასრულებენ მისიას ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე უსაფრთხოების მისიებში. ჩვენ ერთად ვიბრძვით მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ძალიან სახიფათო საომარ მოქმედებათა თეატრებში. ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ძალიან მჭიდრო კავშირები. საქართველო ნამდვილად ღირსეული პარტნიორია და გვსურს, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, რათა შევქმნათ უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი ჩვენი ქვეყნებისთვის”,- განაცხადა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაში“როდესაც მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შენი ტანკები დგას, ყველაფერი ნათელია“
შემდეგი სტატიაირაკლი კაკაბაძე:მემარცხენე ფრონტის აუცილებლობა