ფილარმონიაში არეულობის მოწყობა იგეგმება – მდინარაძე პოლიციას მიმართავს

არკვეული ინფორმაციები არსებობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესის დისკრედიტაციის მიზნით, ფილარმონიაში დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრის ჩაშლა და გარკვეული არეულობის მოწყობა იგეგმება – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე. მდინარაძე არ აკონკრეტებს, თუ ვის მიერ იგეგმება არეულობის მოწყობა და სამართალდამცავ ორგანოებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს:

„ჩვენს ოპონენტებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ვურჩევ, რომ დაპირიპისრება არგუმენტებით სჯობს, ვიდრე პროცესის დისკრედიტაციით, რადგან ეს ჩვენი არგუმენტების სიმყარეს კიდევ უფრო გამოაჩენს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ჩემს მოწოდებას გაითვალისწინებენ, პროცესის დისკრედიტაციას და გარკვეული დისონანსის შეტანას არ არ შეეცდებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შემაჯამებელი სხდომა დღეს, თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშირა ვიდეო აქვს ფარცხალაძეს თორდიაზე ? – რა მოხდა ერთ-ერთ კაფეში?
შემდეგი სტატია47% – “ენმ”-დან ლიდერების წასვლით არაფერი შეიცვლება