ფიჯიზე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერმა შტორმმა 5 ადამიანი იმსხვერპლა

ფიჯიზე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი შტორმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.
სტიქიამ, წინასწარი მონაცემებით, 5 ადამიანი იმსხვერპლა.

მეხუთე კატეგორიის ციკლონმა “უინსტონმა” სანაპირო რეგიონებში გადაუღებელი წვიმები გამოიწვია. ტალღების სიმაღლე 12 მეტრს, ქარის სიჩქარე კი საათში 320 კილომეტრს აჭარბებდა.

სტიქიამ ასობით საცხოვრებელი სახლი დაანგრია, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც.

ხელისუფლებამ ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაში,,ვინც თავს აიმაღლებს, იგი დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება”
შემდეგი სტატიაიუნკერთა მემორიალთან თბილისის დამცველის დღე აღინიშნა