ფიიონი მაკრონის მხარდამჭერ მოწოდებას აკეთებს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ფრანსუა ფიიონი მოწოდებას აკეთებს, არჩევნების მეორე ტურში მხარი მოძრაობა “წინ”-ის ლიდერს ემანუელ მაკრონს დაუჭირონ -Reuters-ი ავრცელებს. ფიიონის აზრით, “ნაციონალური ფრონტის” ლიდერი მარინ ლე პენი საფრანგეთს გააკოტრებს მისი არჩევის შემთხვევაში.
ფიიონმა ფრანგბს მოუწოდა არ დაუშვან ხელისუფლებაში “ექსტრემისტების” მოსვლა. ის დღევანდელ არჩევნებზე მაკრონისა და ლე პენის შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.

საფრანგეთის შსს-ს მონაცემებით, მარინ ლე პენმა არჩევნებში 24,15% აიღო, ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა ემანუელ მაკრონმა კი 21,41%. ისინი მეორე ტურში გადადიან – ასეთია პირველადი მონაცემები.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიპარიზის ცენტრში არეულობა დაიწყო
შემდეგი სტატიალე პენი საფრანგეთის “შეუკავებელი გლობალიზაციისაგან” დაცვის პირობას დებს