პიცის დამტარებლად გადაცმულმა იტალიელმა პოლიციელმა მაფიის მეთაური დააკავა

პიცის დამტარებლად გადაცმულმა იტალიელმა პოლიციელმა მაფიის მეთაური დააკავა

mafiaaaიტალიის ქალაქ ორტა-დი-ატელაში პოლიციელებმა დანაშაულებრივი დაჯგუფება “კამორრას” ხელმძღვანელი დააკავეს – დაჯგუფება ქვეყნის სამხრეთით მოღვაწეობდა – The Guardian-ი წერს.
მაფიოზზე 2013 წლიდან სისხლის სამართლებრივი ძებმა იყო გამოცხადებული. სამართალდამცველებმა 35 წლის რობერტო მანგანიელლოს ადგილმდებარეობის დადგენის შემდეგ, მისი დაკავების ოპერაციაზე დაიწყეს მუშაობა. პიცის დამტარებელს, რომელიც სინამდვილეში გადაცმული პოლიციელი იყო, მანგანელლომ, რომელიც ფეხბურთის მატჩს უყურებდა, თვითონ გაუღო კარი. მასთან ერთად მისი 30 წლის ცოლი დააკავეს. პოლიციელებისთვის მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
მანგანიელლო იტალიის ყველაზე საშიშ დამნაშავეთა სიაშია შეყვანილი. იმის გარდა, რომ ის ნარკობიზნესშია, მას ბრალი ადამიანების მკვლელობაშიც ედება.
კამორა – იტალიური მაფიოზურ კლანურ ოთხეულში ერთ-ერთია.

banner
წინა სტატიაშიშუახევში სასკოლო ავტობუსი დაიწვა
შემდეგი სტატიათსუ-ს სტუდენტები ვლადიმერ პაპავას პასუხობენ