პიჩორის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა

კიევის პეჩერის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთ ღონისძიებად შინაპატრიმრობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანა და გაანთავისუფლა იგი სასამართლოს დარბაზიდან.
“ხალხის შეეშინდათ, ეს არის დიდი გამარჯვება”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს 8 დეკემბერს და მოათავსეს დროებითი დაკავების იზოლატორში, სადაც მან გამოაცხადა შიმშილობა. სასამართლო სხდომამ მუშაობა დაიწყო დღეს დღის 12 საათზე ადგილობრივი დროით. უკრაინის გენპროკურატურას აქვს 5 დღე, რომ გაასაჩივროს პეჩერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

banner
წინა სტატიაში პუტინი ანკარაში ერდოღანს ეწვია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მოსამართლე ლარისა ცოკოლი მოიქცა მამაცურად და ახლა მასზე ზეწოლა განხორციელდება