პეტუხოვის ცოლმა ხადარკოვსკის სიკვდილით დასჯა მოითხოვა

პეტუხოვის ცოლმა ხადარკოვსკის სიკვდილით დასჯა მოითხოვა

პეტუხოვის ცოლმა ხადარკოვსკის სიკვდილით დასჯა მოითხოვაფარიდა ისლამოვა, რომელიც 1998 წელს მოკლული ნეფტეიუგანსკის მერის ვლადიმირ პეტუხოვის ქვრივია, თვლის, რომ იუკოსის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ხადარკოვსკი მისი ქმრის მკვლელობის გამო სიკვდილით უნდა დაისაჯოს – ამის შესახებ ინფრმაციას რადიო “გავარიტ მასკვა” ავრცელებს.
“ასეთი მკვლელობები ტერორისტულ საქმიანობასთან უნდა იყოს გათანაბრებული, მაგრამ ჩვენ ხომ მორატორიუმი გვაქვს სიკვდილით დასჯაზე, ჩვენ ხომ ჰუმანური კანონები გვაქვს ქურდებისთვის და მკვლელებისთვის ჩვენს ქვეყანაში” – განაცხადა ისმალოვამ.

მისი თქმით, ხადარკოვსკი პეტუხოვის მკვლელობის დამკვეთია. მან აღნიშნა, რომ ამის შესახებ სასამართლო პროცესებზე დარწმუნდა. “მასალებში კიდევ 13 ადამიანის შემთხვევაა, ვისაც ისინი თავს დაესხნენ. ეს უკვე დამტკიცებულია. უფრო მეტიც, პირდაპირი მითითებებიც იყო, რომ ხადარკოვსკი და მისი მამა თვითონ არიან მონაწილეები რამდენიმე მკვლელობაში” – განაცხადა პატუხოვამ.

გუშინ საღამოს მიხაილ ხადარკოვსკმა განაცხადა იმის შესახებ, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილის სტატუსით დაიბარეს. საქმე 1998 წელს ნეფთეიუგანსკის მერის ვლადიმირ პეტუხოვის მკვლელობას ეხება.

დღეს “ინტერფაქსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა იუკოსის ექს-მეთაურზე ფედერალური ძებნა გამოაცხადა, თუმცაღა საგამოძიებო კომიტეტი ინფორმაციას არ ადასტურებს.

ხადარკოვსკის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს საგამოძიებო კომიტეტს დაუკავშირდეს ან თუნდაც დაუსწრებლად მიიღოს მონაწილეობა რაიმე ტიპის გამოძიებაში.

აგვისტოში, მიხეილ ხადარკოვსკის მამა, ბორის ხადარკოვსკი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ უკვე დაკითხა.
პეტუხოვის მკვლელობის ბრალდებით, იუკოსის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ალექსანდრ პოჩუგინს, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

banner
წინა სტატიაშიჩოხატაურში მოსახლეობამ გზა გადაკეტა
შემდეგი სტატიაბათუმის მატარებელი თბილისის მიმართულებით ურეკიდან გამოვა