პეტრო პოროშენკოს ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხის წამოწევას არ გეგმავს

პეტრო პოროშენკოს ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხის წამოწევას არ გეგმავს, -ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს თემა წინასწარი დღის წესრიგით არ არის გათვალისწინებული.

“უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც განიხილება ორი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. ეს თემა წინასწარ დღის წესრიგში არ არის გათვალისწინებული და თავად მარგველაშვილი ამ თემის წამოწევას არ გეგმავს,”-განაცხადა მიშველაძემ.

საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ივლისის მეორე ნახევრისთვის იგეგმება.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ელისო კილაძის შვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატია,,ისლამური სახელმწიფო,, სამოთხის პასპორტებს არიგებს