პეტრო პოროშენკომ სამართალდამცავებს პაველ შერემეტის მკვლელობის დაუყოვნებლივი გამოძიება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიება დაავალა.

აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“სამართალდამცავებს მომხდარი დანაშაულის დაუყოვნებლივი გამოძიება დავავალე. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ” , – აღნიშნა პრეზიდენტმა პოროშენკომ.

შეგახსენებთ, რომ 44 წლის ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი ავტომობილის აფეთქებას ემსხვერპლა.

ავტომობილი “Украинская правда”- ს ხელმძღვანელს ელენე პრიტულს ეკუთვნოდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.

წინასწარი ვერსიით, მომხდარი განზრახ მკვლელობის მუხლით კვალიფიცირდება.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი : საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი ქართული ჯარისთვის
შემდეგი სტატიასამეგრელოს რეგიონში თხილის ახალი ბაღი გაშენდა