პეტრო პოროშენკო: სულერთია ვინ გაარღია საზღვარი – ბოევიკება თუ პოლიტიკოსებმა

პოროშენკო: სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ან სუვერენიტეტისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის და მისი მომხრეების მიერ 10 სექტემბერს უკრაინის საზღვრის გარღვევასთან დაკავშირებით.
“ინციდენტი, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი სახელმწიფო საზღვარზე “შეგინში”, ჩემი აზრით არ საჭიროებს კომენტარს…26 ივლისს მე გამოვეცი ბრძანებულება და მიგრაციის სამხელმწიფო სამსახურის წარდგინების საფუძველზე შევუჩერე სააკაშვილს მოქალაქეობა”, – აღნიშნა პოროშენკომ. მისი თქმით, მიგრაციის სამსახურის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში საუბარია ფაქტების ფალსიფიკაციაზე და მას, როგორც პრეზიდენტს, მისი იგნორირების უფლება არ ჰქონდა. “ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში პიროვნებას აქვს უფლება სასამართლოში გაასაჩივროს ნებისმიერი ნორმატიული აქტი…სააკაშვილს კი ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდა…მე, როგორც პრეზიდენტი, შევასრულებ სასამართლოის ნებისმიერ გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა პოროშენკომ.
იგი მიიჩნევს, რომ 10 სეტემბერს სააკასვილმა ჩაიდინა დანაშაული. “ჩემთვის სულერთია ვინ გაარღია საზღვარი – ბოევიკებმა აღმოსავლეთში თუ პოლიტიკოსებ,ა დასავლეთში”, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშირა წყვეტს პროფესორის ბედს?!
შემდეგი სტატიათემო მურვანიძე: „სააკაშვილი კარიერას უკრაინაშიც სამარცხვინოდ დაასრულებს!“