პეტრო პოროშენკო სააკაშვილის გადადგომის განცხადებას მთავრობისგან შესაბამისი წარდგენის შემდეგ მოაწერს ხელს

პოროშენკო: სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ან სუვერენიტეტისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის განცხადებას მთავრობისგან შესაბამისი წარდგენის შემდეგ მოაწერს ხელს.

ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ პოროშენკოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

„თუ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი შესაბამის წარდგენას შემოიტანს, პრეზიდენტი სააკაშვილის გადადგომას მოაწერს ხელს. ასევე, მოხდება მისი გადაყენებისთვის არსებული რეალური საფუძვლის გაანალიზება“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ თანამდებობა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიგორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიათბილისის ზოოპარკს 11 ახალი ცხოველი შეემატა