პეტრიაშვილზე მომხდარმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “სუსი” უკანონო თვალთვალს არ ახორციელებს

სუსის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ადამიანებს შუა ქუჩაში და შუა დღეზე ცეცხლსასროლი იარაღით თავს არ ესხმიან, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი “TV პირველის” ეთერში დასმულ შეკითხვას უკანონო თვალთვალის შესახებ.

მისივე თქმით, ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “სუსი” უკანონო თვალთვალს არ ახორციელებს. თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დროულად გამოიძიებს ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.

https://youtu.be/uAetl863nbk

 

banner
წინა სტატიაშიშოტლანდიაში ტყვიაგაუმტარი ავეჯი შექმნეს
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძემ რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა დატოვა