„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ აქამდე უცნობი დეტალი გახდა ცნობილი.
როგორც ადვოკატი ლილი გელაშვილი ამბობს, პოლიტიკოსის დაჭრის დღესვე გამოძიებამ ბიზნესმენი სოსო დოლიძე დაკითხა.
მისი თქმით, დოლიძემ საგამოძიებო ორგანოს მას შემდეგ მიმართა, როცა სოციალურ ქსელში დაჭრის საქმეში მისი შესაძლო მონაწილეობის ვერსიები გაჩნდა.
“ბატონი სოსოს დაკითხვა იმ დღესვე მოხდა, როდესაც ბუკა პეტრიაშვილი დაჭრეს. მინდა ხაზი გაუსვა ერთ გარემოებას – მისთ გამოძიება არ დაინტერესებულა. მას შემდეგ რაც პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტი მოხდა, სოციალურ ქსელში აქტიურად სახელდებოდა სოსო დოლიძის გვარი. ეს ადამიანი შეწუხდა. დაგვიკავშირდა ადვოკატებს. სურვილი გამოთქვა პროკურატურაში წასულიყო და ჩვენება მიეცა, რომ მას ამ დანაშაულთან არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა “- აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით სპეციალისტებმა დოლიძეს ანაბეჭდები და საექსპერტო კვლევისთვის სხვა სახის ანალიზები აუღეს.
კითვაზე იცნობს, თუ არა დოლიძე ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ლევან მექვაბიშვილს ადვოკატმა თქვა, რომ მისმა კლიენტმა არც კი იცის ვინ არის დაკავებული.