პეტრე მამრაძე: დიდგორზე ყრილობის ჩატარება ყოველგვარ ზღვარს სცილდება!

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დიდგორზე ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

„დიდგორზე ყრილობის ჩატარება, როგორც ვიცი, მხოლოდ სააკაშვილის ინიციატივაა. დიდად საგულისხმოა, რომ ასეთი ზებუნებრივი უტიფრობის მქონე ადამიანი, თვითონ პანიკიორი და ლაჩარი, რომელიც სამარცხვინოდ გაიქცა გორში და საქართველოს მთელი მსოფლიოს წინაშე მოსჭრა თავი, ბედავს იმას, რომ თავის თავს აღიქვამს დავით აღმაშენებლის ტოლ კაცად და უნდა, მიმართოს ერს დიდგორიდან. ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება! ისევე, როგორც ყოველგვარ ზღვარს სცილდება სააკაშვილის ფსიქოპათია და განდიდების მანია. რა თქმა უნდა, არც მას და არც „ნაციონალური მოძრაობიდან” არავის არ აქვს ამის უფლება. როგორც ვიცი, სააკაშვილის მორიგი ინიციატივა გუნდმა არ აიტაცა”, – განაცხადა მამრაძემ.

banner
წინა სტატიაში“უსაფრთხოება განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და პირიქით, უსაფრთხოების გარეშე განვითარება არ არსებობს”
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი: უწყებაში გუშინდელის შემდეგ 450 შეტყობინება შემოვიდა