პეტიციას განმეორებითი რეფერენდუმის შესახებ ორ მილიონზე მეტმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი

britaneti1დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე პეტიციას უკვე 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა. ხელმომწერთა რიცხვი წრაფად იზრდება. პეტიცია, ახალი რეფერენდუმის შესახებ, პარლამენტის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა, ხელმომწერები ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერნდუმის ჩატარებას ახალი წესით ითხოვენ. წინადადების თანახმად, ახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუკი წინაზე ამომრჩველთა აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო, ან ევროკავშირში დარჩენის ან გასვლის მომხრეთა რაოდენობა 60%-ზე ნაკლები,
ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, ე.წ. “ბრექსითს”ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1% წინააღმდეგი იყო. მოსახლეობის აქტივობამ კი 71,8 პროცენტი შეადგინა.

პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომესაც 100 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.

ხუთშაბათს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგემის გამოცხადებისთანავე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა თანამდებობა დატოვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, პოსტს ოქტომბრამდე  დატოვებს. როგორც ქემერონმა აღნიშნა, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა მძიმეა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის პრობლემაა
შემდეგი სტატია112-ის ინიციატივით საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა