პეტერბურგში დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ინფორმაცია “ინსტაგრამზე” იდო

როგორც რუსული “რია” ავრცელებს, პეტერბურგში დაგეგმილი ტერაქტების სერიის შესახებ ინფორმაცია “ინსტაგრამში” ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. ფოტოზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩანს და მას წარწერა აქვს: “დიდი ხანია ტერაქტები არ ყოფილა. დღეს იქნება. დაელოდეთ”.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქებები შესაძლებელია იყოს ტერაქტი, ასევე, ის ყოფით და კრიმინალურ ვერსიებზე საუბრობს.
სანკტ-პეტერბურგის ორ მეტროსადგურში რამდენიმე წუთის წინ აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, გარდაცვილილია 10 ადამიანი. დაკეტილია მეტროს ყველა სადგური, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საგანგებო სამსახურები. მიმდინარეობს ინფორმაციის დამატება. სავარაუდოდ, დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში სავალი გზის მონაკვეთი ჩაინგრა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა