პეტერბურგში დადგამენ შოთა რუსთაველის ბიუსტს

პეტერბურგში დადგამენ შოთა რუსთაველის ბიუსტს

პეტერბურგში დადგამენ შოთა რუსთაველის ბიუსტსპეტერბურგში იგეგმება შოთა რუსთაველის ბრინჯაოს ბიუსტის დადგმა, მისივე სახელობის ქუჩაზე.
ბიუსტის დადგმის ინიციატორია პერეტბურგში არსებული სააქციონერო საზოგადოება „აისი“, რომელიც წარმოადგენს სრულიად საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების ფილიალს სანკტ-პეტერბურგში.
პროექტის და სამუშაოების დაფინანსება მოხდება ამ საზოგადოების მიერ. ქანდაკების დადგმის შემდეგ ის გადაეცემა სანკტ-პეტერბურგის საკუთრებაში.
სკულპტურის ავტორებია ა. ივანოვი და მ. ცხილაძე, არქიტექტორი – ვ. ბუხაევი. პროექტმა დადებითი შეფასება მიიღო ქალაქის არქიტექტურისა და მშენებლობის კომიტეტისგან.

banner
წინა სტატიაშიევროკომისია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ანგარიშს სავარაუდოდ ხვალ აღარ გამოაქვეყნებს
შემდეგი სტატია“ნუგზარ ბოჭორიშვილი “რესპუბლიკელების” წევრი იყო, მაგრამ მისი დამნაშავედ ცნობა პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებული არ ყოფილა”