პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტის ნაწილი ევაკუირებულია

უცხოური მედიის ცნობით, პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტის ნაწილი ევაკუირებულია. პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს. მედიის ცნობით, მსგავსი ზომები, შესაძლოა, ბომბის შესახებ ანონიმური შეტყობინების მიღებით იყოს განპირობებული. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, პერიმეტრს კი პოლიცია იცავს. თუმცა აეროპორტი ფუნქციონირებას განაგრძობს და იღებს და უშვებს დაგეგმილ რეისებს.

banner
წინა სტატიაშიდღეის მონაცემებით, კახეთში 9 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
შემდეგი სტატიამოქალაქეებთან ეფექტიანი კომუნიკაციის თემაზე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს