პესტიციდების და აგროქიმიკატების სავაჭრო ობიექტები ფაროსანასთან ბრძოლის საშუალებების ბაზარზე შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა აგროქიმიკატების და პესტიციდების იმპორტიორებსა და რეალიზატორებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს.
ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ მავნებელთან ბრძოლის სამომავლო სტრატეგიაზე საუბრისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევის ფონზე, ბიზნესსექტორის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ბაზარზე შესაბამისი პრეპარატების და დამცავი საშუალებების სათანადო მიწოდების უზრუნველსაყოფად.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში ჩართულობის მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრას საქართველოს ბაზარზე მოქმედი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების იმპორტიორი და რეალიზატორი 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. დღეისათვის საქართველოში სულ პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგისტრირებული 335 სარეალიზაციო და 174 საბითუმო სავაჭრო ობიექტია.

banner
წინა სტატიაშილარი მცირედით გამყარდა
შემდეგი სტატიასინოპტიკოსები თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ