პესკოვმა ნატოს ამერიკელ გენერალს “აღორძინებულ რუსეთზე” უპასუხა

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ნატოს ამერიკელ მთავარსარდალ კერტის სკაპაროტის უპასუხა, რომელმაც რუსეთი ალიანსის საფრთხეებს მიაკუთვნა. კრემლის წარმომადგენლის სიტყვებს რუსული მედია ავრცელებს.
“ჩვენ არა ერთხელ ვისაუბრეთ, რომ აღორძინებული რუსეთი არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს” – განაცხადა პესკოვმა.
ამასთანავე, მან დაამატა, რომ კრემლი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას განაგრძობს.
დღესვე საერთაშორისო საკითხებში დუმას კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა სკაპაროტი სამხედრო ისტორიის დამახინჯებაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში ნატოს ახალმა სარდალმა სკაპაროტმა მოწოდება გააკეთა “აღორძინებული რუსეთის” წინააღმდეგ გამოვიდნენ.

banner
წინა სტატიაში,,თუ ოდესის ხაზია, შესაძლოა თაქთაქიშვილი, კანდელაკი, მინაშვილი აღმოჩნდეს ამ შემადგენლობაში”
შემდეგი სტატია,,გიორგი ვაშაძე შეეცადა ჩაძირული გემიდან ცოტა ადრე გადამხტარიყო”