პესკოვი: თეთრი სახლის მიერ პუტინის კორუფციაში დადანაშაულება შეურაცხმყოფელია

პესკოვი: თეთრი სახლის მიერ პუტინის კორუფციაში დადანაშაულება შეურაცხმყოფელია

კრემლმა სირიაში ავიაციის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია უარყოპრეზიდენტმა პუტინმა იცის ვაშინგტონის მხრიდან მისი მისამართით კორუფციასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებების შესახებ და მას “დაუშვებელს” უწოდებს – განაცხადა რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
მან ასევე დაამატა, რომ “ასეთი შეურაცხმყოფელი ბრალდებები ავტომატურად პროეცირდება რუსეთში მცხოვრებ 100 მილიონ ადამიანზე, რომლებიც პუტინს მხარს უჭერენ”. (როსსტატისტიკის მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობა დაახლოებით 146 მილიონია).
“ოკეანის მიღმა ჩვენი არჩევნებისთვის ემზადებიან, მაგრამ შევახსენებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ორ წელიწადზე მეტი. ცხადია, რომ ჩვენი სახელმწიფოს მეთაურის ირგვლივ ნეგატივის აკუმულირებას ცდილობენ”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ აშშ-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადება, რუსეთის პრეზიდენტის კორუფციულ გარიგებაში ყოფნის შესახებ, ვაშინგტონის ოფიციალური პოზიციაა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პუტინი კორუფციაში ბიბისის ფილმში “პუტინის საიდუმლო სიმდიდრეში” დაადანაშაულა. მისი თქმით, პუტინის ქონება 40 მილიარდია.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: საარჩევნო გარემო ყოველგვარი ძალადობისგან თავისუფალი უნდა იყოს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: ეპიდემიის კასკადური ზრდის საშიშროება დღეის მდგომარეობით არ დგას