პესკოვი: რუსეთი არ დაიწყებს თურქეთის და ისლამური სახელმწიფოს კავშირის დამტკიცებას

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ გაასაჯაროვებს ისლამურ სახელმწიფოსა და თურქეთის მთავრობას შორის არსებული კავშირის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
“მთავარია ინფორმაციის ფლობა და მისი მუშაობის პროცესში გამოყენება, რომელიც ფოკუსირებულია არა რაღაცის დამტკიცებაზე, არამედ ტერორიზმთან ბრძოლაზე. ეს ინფორმაციაც ტერორიზმტთან ბრძოლაში იქნება გამოყენებული” – განაცხადა პესკოვმა.
გუშინ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მზად არის გადადგეს, თუკი გამოჩნდება იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ თურქეთი ისლამური სახელმწიფოსგან ნავთობს ყიდულობს. “თუკი ეს დამტკიცდება, ჩემი ეროვნული სიამაყე მაიძულებს, რომ გადავდგე” – თქვა ერდოღანმა პარიზის კლიმატის საერთაშორისო სამიტზე.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავის სუ-24-ის ჩამოგდება თურქეთში კონტრაბანდული ნავთობის შემოსატანად არხის უსაფრთხოების მიზნით მოხდა.
რუსეთმა ადრეც დასდო ბრალი თურქეთს ექსტრემისტებთან კავშირში. ანკარა ბრალდებას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიგარიგებულ მატჩებთან საბრძოლველად, სფფ-ში სპორტული სამართლიანობის სამსახური შეიქმნება
შემდეგი სტატიაელექტრომომარაგება ხვალ დროებით შეიზღუდება