პესკოვი: რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობა “ცივ ომზე” უარესია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში, სადაც მან აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა, თქვა, რომ მიმდინარე მომენტში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმაზე უარესია, ვიდრე “ცივი ომის” დროს.
წამყვანის შეკითხვაზე, იმყოფებიან თუ არა რუსეთ-ამერიკა “ახალი ცივი ომის” წინაშე, პესკოვმა უპასუხა: “ახალი “ცივი ომი?” იქნებ უარესიც, თუკი მიმდინარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედებებს გავითვალისწინებთ”. მან, ამასთანავე, აღნიშნა, რომ პუტინის და ტრამპის შეხვედრამ, შესაძლებელია, ურთიერთობები შეცვალოს.

banner
წინა სტატიაში“განხილვა დიდი ხანია პოლიტიკურ განხილვის საგნად გადაიქცა” – ჯაბა სამუშია ნაზღაიძის საქმეზე
შემდეგი სტატიაშსს: გენერალურმა ინსპექციამ ვაკეში მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო