პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გავრცელებულ ჩანაწერზე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა, კომენტარი გააკეთა.

როგორც ქალდანი აცხადებს, ამ ეტაპზე მთავარია არსებული ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებაა.

„პირველი ეტაპი არის ავთენტურობის დადასტურება. დადასტურება იმისა, რომ ეს საუბარი ნამდვილად შედგა და შემდეგ როგორ მოხდა მისი მოპოვება, განთავსება და ასე შემდეგ. თუ ამ საუბრით რამე მნიშვნელოვანი დგინდება, ესეც ცალკე კომპეტენციაა სამართალდამცავი ორგანოებისა, შეაფასონ რა დგინდება და რამდენად მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა თამარ ქალდანმა.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონის ხელმძღვანელი: რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს საფრთხეებია
შემდეგი სტატიაჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა