პენტაგონმა თურქეთის საგარეო უწყების ცნობა რუსი სამხედროების მიერ საზღვრის დარღვევის შესახებ დაადასტურა

პენტაგონმა თურქეთის საგარეო უწყების ცნობა რუსი სამხედროების მიერ საზღვრის დარღვევის შესახებ დაადასტურა

პენტაგონმა თურქეთის საგარეო უწყების ცნობა რუსი სამხედროების მიერ საზღვრის დარღვევის შესახებ დაადასტურაპენტაგონმა, ანკარას განცხადება რუსი სამხედროების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, დაადასტურა – ამის შესახებ დღეს პენტაგონის წარმომადგენელმა მარკ რაიტმა გააკეთა განცხადება.
“ჩვენ შეტყობინების კურსში ვართ და შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გუშინ რუსეთის კიდევ ერთმა თვითმფრინავმა დაარღვია თურქეთის და ნატოს საჰაერო სივრცე” – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.
მარკ რაიტის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსები და თურქები დაელაპარაკონ ერთმანეთს და შესაძლო ესკალაცია თავიდან აიცილონ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის საგარეო უწყების მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საჰაერო სამხედრო ძალებმა, გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთის საფაერო სივრცე დაარღვიეს.

banner
წინა სტატიაშირუსთავში კრედოს ოფისი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაშვედეთში დაახლოებით 100 ნიღბიანი ადამიანი მიგრანტებს დაესხა თავს