პენტაგონმა ფხენიანის ატომური იარაღის განადგურების შესახებ მზაობა გამოთქვა

პენტაგონმა ფხენიანის ატომური იარაღის განადგურების შესახებ მზაობა გამოთქვა

აშშ-ს სამხედრო ძალები, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან ჩრდილოეთ კორეის ატომურ ძალებზე კონტრშეტევა განახორციელონ და გაანადგურონ კიდეც საჭიროების შემთხვევაში – ასეთი განცხადება გააკეთა ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა Yahoo! News-ი წერს.
მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა იმის შესახებ, რომ ქვეყნის ატომური ძალები ნებისმიერ დროს მზად არის მოწინააღმდეგეს შეუტიოს, პენტაგონმა ფხენიანისგან მომავალი საფრთხე უკვე არსებულ, დაბალ დონეზე დატოვა.

“აშშ-ს მთავრობის შეფასება არ შეცვლილა. ჩვენ არ გვინახავს ჩრდილოეთ კორეის მიერ ატომური იარაღის გამოცდა ან შესაძლებლობა, რომ მას ეს შეუძლია” – განაცხადა ჩინოვნიკმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ის ქვეყნის სამხედრო დოქტრინას გადახედავს, რომ, პრევენციული დარტყმებისათვის მზად იყოს იმ შემთხვევებისთვის, რომლიც მის ქვეყანას საფრთხეს უქმნიან.

banner
წინა სტატიაშისამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიგლა ბარამიძე: შესაძლოა, „ქართული ოცნება“ არჩევნებში ასეთი სახით არ წარდგეს