პენტაგონმა ევროპაში რუსული აგრესიის შეჩერება დაასახელა თავის პირველ ამოცანად

პენტაგონმა ევროპაში რუსული აგრესიის შეჩერება დაასახელა თავის პირველ ამოცანად

პენტაგონმა ევროპაში რუსული აგრესიის შეჩერება დაასახელა თავის პირველ ამოცანადამერიკის შეიარაღებული ძალების ევროპული კონტიგენტის პრიორიტეტული ამოცანა რუსეთის მხრიდან ევროპაში აგრესიის შეჩერებაა – ამის შესახებ დღეს გერმანული “დოიჩე ველე” წერს. გამოცემის მიხედვით, ამაზეა საუბარი აშშ-ს ევროპაში განახლებულ სტრატეგიაზე, რომელიც EUCOM-ის საიტზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, ევროპულ უსაფრთხოებას ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ემუქრება საფრთხე. პირველ და მეორე შემთხვევაში რუსეთიდან და მესამე შემთხვევაში ისლამური სახელმწიფოსგან.
დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ “ევროპას ემუქრება ბალისტიკური რაკეტების მზარდი პოტენციალი, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, ინფექციური დაავადებები, კიბერშეტევები, საერთაშორისო და ეროვნული ტერორისტული ორგანიზაციები და ნარკოტიკების არაკანონიერი ბრუნვა”. გარდა ამისა, საშიშროებას ქმნის 2015 წლის სამიგრაცო კრიზისი.
სხვა პრიორიტეტებში, სადაც სტრატეგიაა ჩამოთვლილი, შედის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მუშაობა, აშშ-ს სტრატეგიული ინტერესების დაცვა, სახელმწიფოთაშორისი საფრთხეების წინ აღდგომა, შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფა და ასევე, ძირითადი და მნიშვნელოვანი ურთიერთობების შენარჩუნება.

banner
წინა სტატიაშიხიდაშელი არასამთავრობოებზე – “ცოტა მეტი სერიოზულობა და პროფესიონალიზმია საჭირო”
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-ქართველი მწერლის იტალიური ტური