პენტაგონის ხელმძღვანელი: რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს საფრთხეებია

პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიოში ატომურ სტაბილურობას არ უჭერს მხარს და რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა აშშ-სთვის ატომურ საფრთხეს წარმოადგენენ – ამის შესახებ ჩრდილოეთ დაკოტაში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრაზე თქვა. მისი აზრით, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები იმაზე მუშაობენ, რომ რუსეთის მცდელობა ატომური იარაღის გამოყენებაზე შეაჩერონ, ასევე, კარტერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ალიანსი არ ეძებს მსგავსი ტიპის კონფლიქტებს და ცდილობს მათ თავი აარიდოს.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვის მხრიდან ახალი ატომური შეიარაღების სისტემების შექმნა სერიოზულ შეკითხვებს ბადებს. კარტერმა ჩრდილოეთ კორეას მეორე ქვეყანა უწოდა, რომელიც აშშ-ს შეშფოთებას იწვევს ატომურ საკითხთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია : რუსთავი2 სახელმწიფო გადატრიალებას ემიჯნება
შემდეგი სტატიაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გავრცელებულ ჩანაწერზე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს