პენტაგონის ხელმძღვანელი მოწოდებას აკეთებს სირიის დაბომბვაზე ნაადრევი გადაწყვეტილება არ მიიღონ

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმზ მეტისმა ქვეყნის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდა სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამო სირიის დაბომბვაზე ნაადრევი გადაწყვეტილება არ მიიღოს – The New York Times-ი წერს.

დახურულ კარს მიღმა შემდგარ შეკრებაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, მეტისმა განაცხადა, რომ სირიის დაბომბვა, შესაძლებელია, რუსეთთან და ირანთან ფართომასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს – გაზეთი ოფიციალურ წრეებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს. მეტისი თვლის, რომ აუცილებელია მნიშვნელოვანი დამადასტურებელი ფაქტების ქონა, რომელიც დააზუსტებს, გამოიყენეს თუ არა აღმოსავლეთ გუტაში, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი. “ჩვენ უდანაშაულო ხალხის დახოცვის წინააღმდეგ გამოვდივართ. მაგრამ სტრატეგიის დონეზე საუბარია იმაზე, როგორ შევძლებთ შემდგომში სიტუაციის ესკალაციის შეჩერებას და მასზე კონტროლის შენარჩუნებას – თუკი გესმით, რა მაქვს მხედველობაში” – გაზეთი მეტისს ციტირებს.
პენტაგონის ხელმძღვანელის გამოსვლიდან რამდენიმე საათში თეთრი სახლის წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ პრეზიენტისა და მრჩევლების შეხვედრა ისე დასრულდა, რომ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

banner
წინა სტატიაშიშსს თბილისში დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიატრამპის მომხრეები გამოძიების ფედერალური ბიუროს ექს-დირექტორის დისკრედიტაციას ცდილობენ