პენტაგონი რუსეთს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთმა საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების შესახებ ხელშეკრულების “სული და ასო” დაარღვია. მოსკოვმა ეს ნატოსთვის საფრთხის მისაყენებლად გააკეთა – განაცხადა აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული კომიტეტის შტაბების ხელმძღვანელმა პოლ სელვამ.
“ეს სისტემა ევროპაში ჩვენი ბევრი ობიექტისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ჩვენ ვთვლით, რომ რუსები ნატოს საფრთხეს უქმნიან, ასევე, ნატოს პასუხისმგებლობის ზონას” – თქვა სელვამ დღეს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას. ამასთანავე, მას არ დაუკონკრეტებია, ეს რაკეტები ატარებენ თუ არა ქობინებს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის 86 ქალაქში 8 მარტს საპროტესტო აქციები გაიმართა
შემდეგი სტატიადაღესტანელმა პოლიციელმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა