პენტაგონი ქალი-ჯარისკაცების შიშველ ფოტოებს გამოიძიებს

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო გამოიძიებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეიარაღებული ძალების საზღვაო ნაწილის რამდენიმე ქალმა-ჯარისკაცმა “ფეისბუქის” გვერდზე შიშველი ფოტოები გამოაქვეყნა.
ფოტოები საზღვაო ძალების დახურულ ჯგუფში გამოქვეყნდა, რომელსაც თან ერთვოდა ვულგარული და სექსუალური ხასიათის აგრესიული კომენტარები. მიმდინარე მომენტისთვის აღნიშნული დახურული ჯგუფი, რომელის 30 ათასამდე სამხედროს ითვლიდა, არ არსებობს – “ბიბისი” წერს.
“ეს ჩვენს ეთიკასა და ტრადიციაზე პირდაპირი თავდასხმაა. მსგავსი საქციელი სხვა სამხედროებს აზიანებს, ასევე მათ ოჯახებს და სამოქალაქო პირებს” – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს საზღვაო ძალების სერჯანტ-მაიორმა რონალდ გრინმა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი ფსიქოლოგები: სოციალური ქსელები მარტოობის გრძნობას აძლიერებენ
შემდეგი სტატია“სიკვდილი ბრიგადის” ყოფილი წევრი ფილიპინების პრეზდენტს მკვლელობაში ადანაშაულებს