პენტაგონი პირობას დებს, რომ ამერიკული ავიამზიდი ჩრდილოეთ კორეის ნაპირებამდე მივა

ამერიკელი სამხედროები საბრძოლო გემების შესახებ ინფორმაციას აზუსტებენ. თავდაცვის მინისტრის ჯეიმს მეტისის განცხადებით, ავიამზიდი “კარლ ვინსონი” და დამრტყმელი ჯგუფი, მიმდინარე მომენტში წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში იმყოფებიან. ავიამზიდი “არმადას” ნაწილია, რომელიც ტრამპის არასწორი განცხადებით ჩრდილოეთ კორეისკენ გაემართა გასულ კვირას.

არსებული უზუსტობის კომენტირებისას პენტაგონის ხელმძღვანელმა თქვა: “ჩვენ ზუსტად იმას ვაკეთებთ როგორც ვთქვით, რომ ვაპირებთ გაკეთებას. ისინი დანიშნულების ადგილისკენ მიცურავენ” – “ბიბისი” წერს.

გუშინ გავრცელდა, რომ ამერიკული ავიამზიდი და მისი გამცილებელი დამრტყმელი ჯგუფი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცახდებით ჩრდილოეთ კორეის ნაპირებისკენ მიცურავდნენ, სინამდვილეში სხვა მხარეს მიდიან.
აშშ-ს შეიარაღებული ძალების წყნარი ოკეანის სარდლობამ განაცხადა, რომ ავიამზიდმა “კარლ ვინსონმა” და დამრტყმელმა ჯგუფმა, თავდაპირველად ავსტრალიელ სამხედროებთან ერთობლივი წვრთნები უნდა დაასრულონ.
ანუ, იმ მომენტში, როცა ტრამპმა გემების გაგზავნაზე გაასაჯაროვა, ისინი ჩრდილოეთ კორეიდან ავსტრალიისკენ მიცურავდნენ.

banner
წინა სტატიაში“ვინ თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა საპარლამნეტო რესპუბლიკა, ვინ განიხილა საერთოდ უკეთესი, უარესი მხარეები”- პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაავტოგამოფენა შანხაი-2017-ის სიახლეები (ფოტო)